logo_geo
eng_logo
Reuters: ჯო ბაიდენი უკრაინას დამატებით 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
- +

6 მაისი. 2022. 23:57

 

 

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინას დამატებით 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აშშ-მა უკრაინას 3,4 მილიარდი დოლარის შეიარაღება მიაწოდა.

 

28 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესს 33 მილიარდ დოლარი სთხოვა მიმდინარე წლის სექტემბრამდე უკრაინისათვის ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების დასაფინანსებლად.

 

33 მილიარდი დოლარის პაკეტი მოიცავს 20.4 მილიარდი დოლარის დამატებით დახმარებას უსაფრთხოებისა და სამხედრო სფეროში, ასევე დამატებით სახსრებს აშშ-ის ძალისხმევის დასაფინანსებლად ევროპის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner