აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონს ხელს 9 მაისს მოაწერს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განუცხადა.
„ორშაბათს პრეზიდენტი ხელს მოაწერს კანონს ლენდ-ლიზის შესახებ 2022 წელს უკრაინაში დემოკრატიის დასაცავად“, - განაცხადა ფსაკიმ.
კანონი იძლევა საშუალებას, რომ აშშ-მა უკრაინას შეიარაღება უფრო სწრაფად და ეფექტური გზით გადასცეს.