logo_geo
eng_logo
დონეცკის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, როდესაც მარიუპოლიდან ევაკუირებული ადამიანები უსაფრთხო ტერიტორიაზე იქნებიან, ამის შემდეგ ისაუბრებენ კონკრეტულ ციფრებზე
- +

7 მაისი. 2022. 00:01

 

 

უკრაინის ოფიციალური პირის თქმით, მათ არ შეუძლიათ, მარიუპოლში გაეროსა და „წითელი ჯვრის“ მიერ ორგანიზებულ ევაკუაციაზე კომენტარი გააკეთონ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

დონეცკის ოლქის გუბერნატორმა პავლო კირილენკომ აღნიშნა, რომ როდესაც ადამიანები უსაფრთხო ტერიტორიაზე იქნებიან, მხოლოდ შემდეგ ისაუბრებენ კონკრეტულ ციფრებზე.

 

„ევაკუაციის პროცესი გრძელდება. ჯერჯერობით ძნელია ამაზე კომენტარის გაკეთება ან რაიმე შედეგზე საუბარი, რადგან ის ჯერ არ დასრულებულა. როცა ადამიანები უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იქნებიან, როცა მათ პირველად დახმარებას გაუწევენ და ისინი უსაფრთხოდ იქნებიან, მაშინ ვისაუბრებთ ციფრებზე, ამიტომ პროცესის მეორე ეტაპზე კომენტარის გაკეთება ნაადრევია", - განაცხადა კირილენკომ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner