ლეკა მენაბდიშვილი ფონდი „ქართუს" მიერ შექმნილ მინიატურების პარკის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„ეს ის გაგრძელებაა, რომ ვამბობდი და რა თქმა უნდა ამით არ დასრულდება საჩუქრების გადაცემა ბიძინა ივანიშვილისგან სახელმწიფოსთვის.
რაში გამოიყენებს სახელმწიფო მინიატურების პარკს? ბევრს არ დავწერ, ყველაზე მნიშვნელოვანზე და ამ ეტაპზე ყველაზე საჭიროზე გავამახვილებ ყურადღებას-ტურიზმი, ტურიზმი არის ის, რაც საქართველოს ეკონომიკას გამართავს წელში."- წერს მენაბდიშვილი.
საქველმოქმედო ფონდი „ქართუ" საქართველოს მოსახლეობას მორიგ საჩუქარს უკეთებს და „ქართუ ჯგუფის" საკუთრებაში არსებულ 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მინიატურების პარკს სახელმწიფოს საჩუქრად გადასცემს. "საქართველო მინიატურებში"-საქართველოს კულტურულ- არქიტექტურულ ძეგლთა მაკეტები 2 ჰექტარ მიწის ფართობს იკავებს და იგი შეკვეთილში, ატრაქციონების პარკ "ციცინათელას" მიმდებარე ტერიტორიაზე, ტურისტულ-რეაკრიაციულ პარკშია გაშენებული