ოზურგეთში მუნიციპალური სოციალური პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეები მედიკამენტებს ფასდაკლებით შეიძენენ.
„დღეს ფარმაცევტულ კომპანიებთან ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკურ მხარდაჭერას ითვალისწინებს. კვირის ნებისმიერ დღეს მედიკამენტების შეძენა ფასდაკლების დღეებში არსებული ფასებით იქნება შესაძლებელი.
მინდა, მადლობა გადავუხადო სააფთიაქო ქსელებს - „ავერსი - ფარმა“, „პსპ ფარმა“, „იმპექსფარმი“ და სს „გეფა („ფარმადეპო“, „ჯი პი სი“) თანადგომისთვის და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მათ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში გამოხატეს“, - აღნიშნა, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.