logo_geo
eng_logo
უკანაფშავის ადმინისტრაციული ერთეულის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც შუაფხო-უკანაფშავის მონაკვეთზე გადაადგილება შეუძლებელია
- +

7 მაისი. 2022. 16:44

 

 

გადაუღებელი წვიმის გამო, უკანაფშავის ადმინისტრაციული ერთეულის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც შუაფხო-უკანაფშავის მონაკვეთზე გადაადგილება შეუძლებელია, – ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, მეწყერმა ჩაკეტა გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ჩოხამდე მისასვლელი გზაც.

 

როგორც საქართველოს პირველ არხს გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში მერიის წარმომადგენელმა, მალხაზ წიკლაურმა განაცხადა, მთელი ღამე წვიმდა, არ გადაუღია და ახლაც გადაუღებლად წვიმს, რამაც პრობლემები შექმნა.

 

მისივე თქმით, მეწყერი ჩამოწვა გამსი-ჩოხის მონაკვეთზე.

 

„ახლაც მოდის მეწყერი, არ ჩერდება. მოსახლეობასთან გვაქვს აქტიური კონტაქტი, კავშირზე ვართ ყველა ოჯახთან. საჭიროების შემთხვევაში ცხენით შეგვიძლია მოვემსახუროთ, ტრაქტორი ადგილზეა, მობილიზებულია ტექნიკა. ველოდებით, რომ გამოიდაროს და აუცილებლად გავაკეთებთ გზას. უამინდობის გამო, ვერ ხერხდება სამუშაოების დაწყება. გზის მონაკვეთის გარდა, არანაირი ზიანი არ მიადგა არც მოსახლეობას და არც სხვა რამ დაზიანებულა. საფრთხე არ ემუქრება არც ერთ მოსახლეს. ვინმეს თუ რამე დასჭირდება, ჩვენ მობილიზებული ვართ და ოპერატიულად გავუწევთ დახმარებას“, – განაცხადა მერიის წარმომადგენელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner