ვარკეთილში, შუამთის 10 ნომერში სპეცოპერაცისას ორი პირი - ბექა და გიორგი შენგელიები დააკავეს.
როგორც ცნობილია სამართალდამცველები შენგელიებს სამეგრელოში, ქალაქ ზუგდიდში ერთი პირის დაჭრის გამო ეძებდნენ.
შუამთის ქუჩაზე კორპუსის მე-12 სართულზე მყოფი ძებნილი პირები სამართალდამცველების შეჭრის შემთხვევაში თავის აფეთქებით იმუქრებოდნენ.
სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.