logo_geo
eng_logo
სპეცოპერაცია ვარკეთილში - დაკავებულია 2 პირი
- +

7 მაისი. 2022. 17:33

 

 

ვარკეთილში, შუამთის 10 ნომერში სპეცოპერაცისას ორი პირი - ბექა და გიორგი შენგელიები დააკავეს.

 

როგორც ცნობილია სამართალდამცველები შენგელიებს სამეგრელოში, ქალაქ ზუგდიდში ერთი პირის დაჭრის გამო ეძებდნენ.

 

შუამთის ქუჩაზე კორპუსის მე-12 სართულზე მყოფი ძებნილი პირები სამართალდამცველების შეჭრის შემთხვევაში თავის აფეთქებით იმუქრებოდნენ.

 

სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner