logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე: პაციენტი, რომელიც არ ითვალისწინებს ექიმების რჩევა-დარიგებებს, არ ასრულებს დანიშნულებას და შერჩევითად იღებს მედიკამენტებსა და საკვებს, შესაძლოა პროცესი გართულდეს
- +

7 მაისი. 2022. 21:42

 

 

მსჯავრდებული და ამ შემთხვევაში ასევე პაციენტი, რომელიც არ ითვალისწინებს ექიმების რჩევა-დარიგებებს, დანიშნულებას არ ასრულებს და შერჩევითად იღებს მედიკამენტებსა და საკვებს, შესაძლოა ეს პროცესი გართულდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „ქრონიკაში“, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, მაგრამ თუ მისი მდგომარეობა გართულდა, რა თქმა უნდა, საჭიროების მიხედვით ჩვენ უზრუნველყოფთ მის სამედიცინო მომსახურებას - თუ საჭირო გახდება გადავიყვანთ სამოქალაქო სექტორში, კლინიკაზე. მინდა განვაცხადო, რომ ვიდრე მიხეილ სააკაშვილი მე და დავით სერგეენკოს მიგვიპატიჟებდა, ჩვენ უკვე ვიმყოფებოდით იმ მისამართზე, სადაც კიდევ ერთხელ მივიღებდით ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის შესახებ. სწორედ ამ მუშაობის პროცესი შემდეგ, 3-4 საათში გამოქვეყნდა სააკაშვილის მიმართვა და ვიეჭვე კიდეც, ხომ არ გაიგო რომ ჩვენ მისი ჯანმრთელობის მოსაკითხად ვიყავით და ხომ არ დაგვაწია მიპატიჟება-თქო“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

4 მაისს მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის წევრ ექიმებს მოუწოდა, მოინახულონ ის როგორც პაციენტი და გააკეთონ დასკვნა, როგორც პაციენტზე და არა პოლიტიკოსზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner