logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე სააკაშვილზე: დღეს მისი მდგომარეობა საყურადღებოა, მაგრამ ეს საყურადღებობა თვითონ შექმნა - მას აქვს პოლიტიკური მიზანი
- +

7 მაისი. 2022. 22:14

 

 

დღეს მისი მდგომარეობა საყურადღებოა, მაგრამ ეს საყურადღებობა თვითონ შექმნა - მას აქვს პოლიტიკური მიზანი- ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „ქრონიკაში“, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განაცხადა.

„სწორედ ამიტომ ვთქვი მე მასთან სტუმრობაზე უარი და არ ვიტყვი უარს მაშინ, როცა ის მე დამპატიჟებს ან მე მას დავჭირდები, როგორც ექიმი. ასეთი იყო მისი მოპატიჟება. ანუ, მე მას როგორც ექიმი კი არ ვჭირდებოდი, მე მას ვჭირდებოდი იმ დღის პოლიტიკური პატიმრობის სცენისთვის, რომ ვიქნებოდი ამ სცენის ერთ-ერთი შემადგენელი მსახიობი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner