„აზოვსტალიდან“ ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი ევაკუირებულია. როგორც BBC წერს, ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.
„პრეზიდენტის ბრძანება შესრულდა: ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცები ევაკუირებულია აზოვსტალიდან", - განაცხადა მან.
მისივე თქმით, მარიუპოლის ჰუმანიტარული ოპერაციის ეს ნაწილი დასრულებულია.