logo_geo
eng_logo
ამირან ბუთურიშვილი: სანდრო კოტორაშვილი რამდენიმე ათეული წელია ემსახურება სპორტულ ჟურნალიტიკას
- +

8 მაისი. 2022. 00:19

 

 

“საუკუნის პორტრეტები

ასე დავარქმევდი ცნობილი ჟურნალისტის და ფოტოხელოვანის ალექსანდრე კოტორაშვილის პერსონალურ გამოფენას, რომელსაც თბილისში მასპინძლობს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი. ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა დავით ქლიბაძემ აღნიშნა, რომ, მეგონა სულ სპორტის ამსახველი ფოტოები იქნებოდა გამოფენილი, აქ კი სულ სხვა სამყარო დაგვხვდა და სხვა თვალით შეგვახედა სანდრომ თავისი შემოქმედების სახელისნოშიო. და მართლაც ასეა. გამოფენაზე 70 ნამუშევარია წარმოდგენილი, ძირითადად, პორტრეტული ჟანრისა. თუმცა ავტორმა არც სპორტს უღალატა და არც ზოგიერთ სხვა ჟანრს. დამთვალიერებლებს სიტყვებით მიმართეს მეგობარმა ჟურნალისტებმა, ცნობილმა ადამიანებმა, მათ შორის იყვნენ ვახტანგ კახიძე, დავით ქლიბაძე, ნუგზარ რუხაძე, გრიგოლ ჩიგოგიძე, ლუკა კურტანიძე, მიხეილ აბაიშვილი და სხვანი და სხვანი..

სანდრო კოტორაშვილი რამდენიმე ათეული წელია ემსახურება სპორტულ ჟურნალიტიკას და არა მარტო. ამაში გვარწმუნებს ეს გამოფენა. წარმატებები ვუსურვოთ სანდროს”- წერს ამირან ბუთურიშვილი.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner