ისლამისტური მოძრაობა „თალიბანის“ ლიდერმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ქალებს ავღანეთში ქუჩებში გასვლას უკრძალავს ბურკის გარეშე, რომელიც სახესა და სხეულს ფარავს. ამის შესახებ BBC წერს.
ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ უმჯობესია ქალები შინ დარჩნენ, თუ მათ გარეთ მნიშვნელოვანი საქმეები არა აქვთ.
ბურკის ტარებაზე უარის თქმა სასჯელს ითვალისწინებს. თუ ქალი სახის დაუფარავად პირველად გამოჩნდება ქუჩაში „თალიბანის“ წარმომადგენლები მის სახლში მივლენ და ქალის ქმარს, მამას ან ძმას გაესაუბრებიან. მეორეჯერ კაცს, რომელიც პასუხისმგებელია ქალის ქცევაზე, სამინისტროში დაიბარებენ, მესამედ განმეორების შემთხვევაში კი მეურვე კაცი სასამართლოს წინაშე წარდგება და ციხეში 3 დღეს გაატარებს.