არ იქნება არავითარი „ხერსონის სახალხო რესპუბლიკა“. არ იქნება! ხერსონის ოლქი გათავისუფლებული იქნება სრულად,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.მისი თქმით, მოკლული იქნება იმდენი რუსი ოკუპანტი, რამდენიც საჭირო იქნება იმისთვის, რომ ხერსონში რუსული ოკუპაცია სამუდამოდ დაავიწყდეთ.
„არ იქნება არავითარი „ხერსონის სახალხო რესპუბლიკა“. არ იქნება! ხერსონის ოლქი გათავისუფლებული იქნება სრულად, საჭიროების შემთხვევაში, რუსი სამხედროების მხრიდან შეუქცევადი მსხვერპლის რაოდენობით. ანუ მოკლული იქნება იმდენი რუსი სამხედრო, რამდენიც საჭირო იქნება იმისთვის, რომ ხერსონის ოლქში სამუდამოდ დაავიწყდეთ სიტყვათშეთანხმება „რუსული ოკუპაცია“. ეს ნამდვილად მოხდება“,- განაცხადა პოდოლიაკმა.