logo_geo
eng_logo
ირინა სარიშვილი: გამოიღეთ პეროები ჩემო კარგებო...
- +

12 აგვისტო. 2016. 23:04



პარტია „იმედის" ლიდერი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს წერს და საზოგადოება ს მიმართავს:



„ამ ერთ კვირაში სამი დიდი სიხარული მქონდა.


ერთი - როცა შავდათუაშვილმა გულზე დროშასთან ხელი დაირტყა და შემდეგ ძალიან კაცურად ძალიან ღირსეულად და ძალიან სწორად გაბრაზებულმა თითი ამჯერად მხოლოდ ტატამზე გაფართხალებულ პუტინის მეგობარს დაუქნია - ეს მე ვარ და კიდევ მოვალო...


მეორე - როცა ფინალში გასულმა ლიპომ (ლიპარტელიანმა) მეორე ადგილი არ იზეიმა და ცრემლები წასკდა ჩვენთან ერთად - მას სინანულის, ჩვენ რომ გული დაგვწყდა და ჩვენ კი სიამაყის, რადგან არიან ქართველები, რომლებიც იქ სადაც უნდა გაიმარჯვონ, მეორე ადგილს არ ზეიმობენ!


მესამე - როცა ჩემი უფროსი შვილი, რომელიც ძალიან ზრდილობიანია მაგრამ არასდროს ამბობს იმას რასაც მართლა არ ფიქრობს, სრულიად შემთხვევით გააჩერეს ქუჩის გამოკითხვაზე ისე რომ არც იცოდნენ ვინ იყო, შეკითხვაზე ვინ არის თქვენი მოსაწონი პოლიტიკოსიო, დედაჩემიო უპასუხა! რაც იმას ნიშნავს ჩემთვის რომ მე ჩემი შეხედულებებით შვილების გვერდით ვარ და არა მათ უკან ან პირისპირ, მიუხედავად იმისა ვთვლი თუ არა მე ან სხვა ჩემ თავს მაგარ ან მოსაწონ პოლიტიკოსად! ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა ამ პასუხის დროს!


და პირველად ალბათ კატეგორიულად ვგმობ ამ ჩემი სამი სიხარულის ოპონენტებს:

მათ, ვისაც არ მოეწონა შავდათუაშვილის ჟესტი "წაქცეულის დარტყმა რა ვაჟკაცის წესიაო" - ჯერ ერთი არ დაურტყამს და მეორეც - ჟესტი რომელიც მან გააკეთა იმის მიმართ იყო ვინც მომავალში უნდა წავაქციოთ... აი მაშინ ვილაპარაკოთ წაგებულთან რაინდულ მოქცევაზე და არა ეხლა როცა ჩვენი პეროდქცეული "კეთილშობილება" მხოლოდ ჩვენივე სილაჩრის დასაფარად გვჭირდება!


მათ ვისაც არ მოეწონა ლიპოს ცრემლები - მან არ იცის კაცის ან ქალის ცრემლის ფასი როცა ის ბრაზით ან სხვების გულდაწყვეტის გამო გადმოდის თვალიდან! არც ის იცის რომ იხტიბარი სამომავლოდ არ უნდა გაიტეხო, გვერდით მდგომი უნდა გაამხნევო და მეორე ადგილი იქ სადაც პირველი გინდა არ უნდა იზეიმო!


მათ ვინც ჩემი უფროსი ვაჟის - ლუკას პასუხზე ირონიულად გაიფიქრა, რა მაგარი პოლიტიკოსი ირინააო და ვერც კი მიხვდა რომ არანაირი მნიშვნელობა იმას არ ჰქონდა ეთანხმებოდა თუ არა თავად ან თუნდაც მე ლუკას ნათქვამს ამ შემთხვევაში!


გამოიღეთ პეროები ჩემო კარგებო და ცოტა უფრო თავისუფლად და ლაღად შეხედეთ ყველაფერს რაც თქვენს გარშემო ხდება!


მერწმუნეთ, ასე უფრო ადვილი და სწორია ცხოვრება!


მაშინ თქვენც იგრძნობთ იმ სიხარულს რაც მე ამ დღეებში განვიცადე და ასეთ დროს მაინც ყველა ერთად ვიქნებით!


ჩვენ ყველა ერთი ქვეყნის შვილები ვართ!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner