ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერგეი ჰაიდაის თქმით, სოფელ ბელოგოროვკაში, სკოლის შენობაზე რუსეთის ავიაიერიშს სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სკოლის სარდაფს სოფლის თითქმის მთელი მოსახლეობა აფარებდა თავს, რომლემაც ევაკუირება ვერ მოასწრეს. საუბარია 90-მდე ადამიანზე. მაშველებმა ნანგრევებიდან 30-ის გამოყვანა მოახერხეს, 7 მათგანი დაჭრილია. ჰაიდაი შიშობს, რომ ნანგრევებში დარჩენილი 60-მდე ადამიანი დაიღუპა.
მისი თქმით, რუსული ბომბი სკოლის შენობას შაბათს დაეცა. რუსულ მხარეს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.