logo_geo
eng_logo
BBC: ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციაში შიშობენ, რომ სკოლაზე განხორციელებულ ავიაიერიშს 60-მდე ადამიანი ემსხვერპლა
- +

8 მაისი. 2022. 12:59

 

 

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერგეი ჰაიდაის თქმით, სოფელ ბელოგოროვკაში, სკოლის შენობაზე რუსეთის ავიაიერიშს სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, სკოლის სარდაფს სოფლის თითქმის მთელი მოსახლეობა აფარებდა თავს, რომლემაც ევაკუირება ვერ მოასწრეს. საუბარია 90-მდე ადამიანზე. მაშველებმა ნანგრევებიდან 30-ის გამოყვანა მოახერხეს, 7 მათგანი დაჭრილია. ჰაიდაი შიშობს, რომ ნანგრევებში დარჩენილი 60-მდე ადამიანი დაიღუპა.

 

მისი თქმით, რუსული ბომბი სკოლის შენობას შაბათს დაეცა. რუსულ მხარეს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner