„დიდი შვიდეულის“ ლიდერები, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვიდეოსამიტს გამართავენ. ამის შესახებ Reuters წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ვირტუალური სამიტის მასპინძელი გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი იქნება.
ლიდერების რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე და უკრაინაში მიმდინარე ომი გლობალურ შედეგებზე იმსჯელებენ.