logo_geo
eng_logo
უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა მცირე წინსვლას მიაღწიეს იზიუმთან მდებარე ერთ ფრონტზე, ხარკოვთან კი უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება
- +

8 მაისი. 2022. 14:04

 

 

უკრაინელი სამხედროების თქმით, რუსულმა ძალებმა მცირე წინსვლას მიაღწიეს ქალაქ იზიუმთან მდებარე ერთ ფრონტზე, მაგრამ თავდაცვით პოზიციას იკავებენ ხარკოვთან, რადგან იქ უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

 

მათივე ცნობით, რუსმა სამხედროებმა სოფელ შანდროგოლოვეს ჩრდილოეთით მდებარე გარეუბნები დაიკავეს.

 

გენერალური შტაბის თქმით, რუსების მიერ არტილერიის უკრაინული მხარის წინააღმდეგ გამოყენების გამო, სხვა ფრონტის ხაზებთან მცირე ცვლილებებია.

გარდა ამისა, რუსული ძალები კონცენტრირებულნი არიან ხარკოვის ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით, უკრაინის სახელმწიფო საზღვრისკენ უკრაინელი სამხედროების შემდგომი წინსვლის აღკვეთაზე.

 

რუსი ჯარისკაცები უკრაინული ძალების მიერ ახლახანს აღებულ სოფლებს პრუდიანკასა და სლატინს ბომბავდნენ და თავიანთი თავდაცვითი პოზიციების გაძლიერებას ცდილობდნენ.

 

შეიარაღებული ძალების ცნობით, უკრაინის სამხრეთ-დასავლეთში, სიტუაცია კვლავ დაძაბულია. ისინი აღნიშნავენ, რომ "შეიარაღებული ფორმირებები" მოლდოვის დნესტრისპირეთის პრორუსულ რეგიონში, ისევე როგორც იქ განლაგებული რუსული ჯარები, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან.

 

გენერალურმა შტაბმა ზმეინის კუნძულზე მომხდარი შეტაკებები დაადასტურა, რა დროსაც შაბათს, 7 მაისს, ერთი რუსული Mi-28H ტიპის ვერტმფრენი და ასევე არაერთი დრონი განადგურდა საზენიტო რაკეტებით.

 

უკრაინის სამხედრო ოპერაციულმა სარდლობამ მოგვიანებით გამოაქვეყნა დრონით გადაღებული ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ზმეინის კუნძულზე რუსული ვერტმფრენის განადგურება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner