logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენმა წინაპრებმა დაამტკიცეს, რომ ბოროტება ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვერ დაიმალება ბუნკერში. სიმართლე გაიმარჯვებს და ჩვენ ყველაფერს დავძლევთ
- +

8 მაისი. 2022. 14:51

 

 

„ბოროტება ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას და ვერ დაიმალება ბუნკერში“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მეორე მსოფლიო ომის დასრულების დღისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მიმართვა ზელენსკიმ ბოროდიანკაში დაბომბილი საცხოვრებელი სახლების შავ-თეთრ ფონზე ჩაწერა. უკრაინის ლიდერმა პირობა დადო, რომ უკრაინა აგრესორის ზეწოლას გაუძლებს და უთანასწორო ბრძოლაში გაიმარჯვებს.

 

„ჩვენ აღვნიშნავთ უკრაინელი ხალხის ღვაწლსა და მათ წვლილს ანტიჰიტლერული კოალიციის გამარჯვებაში. მეორე მსოფლიო ომში ჯარისკაცები დაიღუპნენ, რათა ფაშისტური საშინელებები აღარ განმეორებულიყო, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. მაგრამ სიმართლე გაიმარჯვებს და ჩვენ ყველაფერს დავძლევთ. ამის მტკიცებულებაა ყოფილი შტაბი და ჰიტლერის ბუნკერი ვინიცასთან ახლოს. მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი მათგან, ვინც თავს დიადად და დაუმარცხებლად თვლიდა. ჩვენმა წინაპრებმა დაამტკიცეს, რომ ბოროტება ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვერ დაიმალება ბუნკერში. მისგან ქვა-ქვაზე აღარ დარჩება. უკრაინელი ხალხი, ნაციზმზე გამარჯვებულების შთამომავლები კვლავ გაიმარჯვებენ და ისევ მშვიდობა იქნება. ჩვენ დავძლევთ ზამთარს, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო და 8 მაისსაც გრძელდება. მაგრამ ის აუცილებლად დასრულდება და მას უკრაინული მზე დაადნობს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner