ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი უკრაინაში ჩავიდა. ჯილ ბაიდენი უჟჰოროდში ჩავიდა, სადაც უკრაინის პირველ ლედის, ელენა ზელენსკის შეხვდა.
„ჯილ ბაიდენი და ელენა ზელენსკი უჟჰოროდში თავშესაფრად გადაკეთებულ სკოლაში შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი ლედის ვიზიტი უკრაინის მხარდაჭერის დემონსტრაციაა“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ამერიკის პირველი ლედის უკრაინაში ვიზიტი გასაიდუმლოებული იყო, ამიტომ შეხვედრაზე ჟურნალისტები არ იმყოფებოდნენ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჯილ ბაიდენმა უკრაინა უკვე დატოვა.