logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: უკრაინიდან მომდინარე ბრალდებები შეურაცხყოფას აყენებს ყველა პატრიოტ ადამიანს
- +

8 მაისი. 2022. 22:02

 

 

“რას გვთავაზობენ, რომ ორგანიზება გავუკეთოთ სამხედროებს, დავარქვათ მათ მოხალისეები, აღვჭურვოთ, ჩავსვათ თვითმფრინავში და გავუშვათ ბრძოლის ველზე. ეს პირდაპირ უკავშირდება საომარ მოქმედებებში სახელმწიფოს ჩართვას. რა საკვირველია, ეს არის მტრობა ჩვენი ქვეყნისათვის,” - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ „იმედის კვირას“ განუცხადა.

 

„ნაბიჯ-ნაბიჯ დღითიდღე სულ უფრო მეტი შეკითხვა ისმება იმასთან დაკავშირებით, თუ რას სურს უკრაინის პოლიტიკურ ესტაბლიშმენტს საქართველოსაგან და საქართველოს ხელისუფლებისაგან. ბოლო პერიოდში ამ შეკითხვებს ძახილის ნიშნებიც მოემატა. ხომ არ არის ეს დაკავშირებული შიდა პოლიტიკურ მოძრაობებთან. კონკრეტულად სააკაშვილის გუნდთან. ის უკრაინაში ჯერ კიდევ რჩება მაღალ თანამდებობაზე და მასთან დაკავშირებული ადამიანები არიან დაწინაურებულები უკრაინის პოლიტიკური მმართველობის სისტემაში. უკრაინიდან მომდინარე ბრალდებები შეურაცხყოფას აყენებს ყველა პატრიოტ ადამიანს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner