logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: სააკაშვილთან მიმართებაში ჩვენი თითოეული თანამშრომლის მოქმედება არის აბსოლუტურად კორექტული და კანონთან სრულ შესაბამისობაში
- +

8 მაისი. 2022. 22:03

 

 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ სააკაშვილს მიეწოდება ყველა ის მედიკამენტი, რომელსაც ის საჭიროებს, მაგრამ ის საკუთარი გადაწყვეტილებით არ იღებს გარკვეულ ნაწილს ამ ჩამონათვალიდან, - ამის შესახებ „იმედის კვირას“ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განუცხადა.

 

„სააკაშვილი სრულად უზრუნველყოფილია კვებით, აქვს სუფთა ჰაერზე ყოფნის და სეირნობის უფლება, დღეში მინიმუმ 1 საათი. ის ამ უფლების რეალიზებას საკუთარი გადაწყვეტილებით არ ახდენს. სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და ჩვენი თითოეული თანამშრომლის მოქმედება არის აბსოლუტურად კორექტული და კანონთან სრულ შესაბამისობაში. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტს, პოლიტიკური მზიების მიღწევა სცადონ სხვა გზით და არა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მანიპულირებით. ეს არის ყოვლად მიუღებელი და ამორალური ქმედება, როდესაც ვინმე ცდილობს, რომ პოლიტიკური ინტერესები განახორციელოს სხვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრით“, - განაცხადა რატი ბრეგაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner