logo_geo
eng_logo
გიორგი გობრონიძე: გაუგებარია რა მოლოდინს ემყარებოდა რუსული გათვლები, როდესაც არც ერთი რაციონალური გათვლით მოსკოვს ეს ომი არ უნდა დაეწყო
- +

8 მაისი. 2022. 23:24

 

 

პუტინის იდეოლოგია ჰგავს ფაშიზმს, რომელიც მან რუსეთში შექმნა. თანამედროვე რუსული იდეოლოგია, რომლის მიხედვითაც რუსეთი არის მტრებით ალყაშემორტყმული და რუსეთს სჭირდება უზრუნველყოს სასიცოცხლო სივრცე, ბუფერული ზონა. სწორედ ფაშიზმის მთავარი იდეოლოგია იყო ეს, რომ არიული რასისთვის ჰიტლერს სჭირდებოდა სასიცოცხლო სივრცე. დღეს ამ ბუფერებზე საუბრით, ამ ნეიტრალიტეტზე საუბრით, ამ გაფართოებასა და ექსპანსიაზე საუბრით, რუსეთი ამ სასიცოცხლო სივრცის უზრუნველყოფას ცდილობს. ამას ის ხან უსაფრთხოების ქამარს უწოდებს, ხან ექსკლუზიური გავლენის ზონას უწოდებს, - ამის შესახებ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი გობრონიძემ „იმედის კვირაში“ ისაუბრა.

 

„რუსეთმა თავი მოუყარა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს, რაც შეეძლო გამოეყენებინა. ეს იყო სწორედ ის 200 ათასი ქვეითი ჯარისკაცი, ეს იყო ის სწორედ ის ავიაცია, არტილერია და სხვა ძალის მულტიპლიკატორები, რომელიც მან მიიყვანა უკრაინის საზღვართან, დაიწყო შეტევა და აბსოლუტურად გაუგებარია, როგორ გადაწყვიტა, რა მოლოდინს ემყარებოდა რუსული გათვლები, როდესაც არც ერთი რაციონალური გათვლით მოსკოვს ეს ომი არ უნდა დაეწყო, თუ არ ჰქონდა აბსოლუტურად დამახინჯებული მოლოდინი. რუსული არმიის შესაძლებლობები გადაჭარბებულად იქნა შეფასებული. როგორც ჩანს, ფურცელზე ყველაფერი ლამაზად გამოიყურებოდა, მაგრამ პრაქტიკაში აღმოჩნდა, რომ ბევრი რამ, რაც ფურცელზე ეწერა, ბუნებაში არ არსებობდა“, - განაცხადა გიორგი გობრონიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner