logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: სააკაშვილი არსად გაუყვანიათ, იგი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია
- +

8 მაისი. 2022. 23:27

 

 

რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. შესაბამისი განცხადება იუსტიციის მინისტრის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

 

„მრავალჯერ ვთხოვეთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავშეკავება. პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ მცდარი საზოგადოებრივი წარმოდგენების შექმნის მცდელობა სხვა არაფერია თუ არა მავნებლობა. სააკაშვილი არსად გაუყვანიათ, იგი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია. ყალბი ინფორმაციით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა პოლიტიკური მოროდიორობაა“, - წერს ბრეგაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner