logo_geo
eng_logo
„გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილისა და მისი ბანდის რიგითი სატელიტია!“
- +

12 აგვისტო. 2016. 23:29



ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:



„პრეზიდენტის შემოდგომა (ამონარიდები სტატიიდან გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა". 12.08 2016)

 

ცხადია, რომ არც მე ვარ მარკესი და არც საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტია პატრიარქი, მაგრამ ალბათ ამბიციურობაში არ ჩამომერთმევა, თუ ვიტყვი: - როგორი პატრიარქიც ისაა, ცოტა მეტი მარკესი ვარ მე.

 

. . . . . . . . . . . . . .

სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ის ადამიანი, რომელიც დღეს საქართველოს პრეზიდენტად მუშაობს, არ ფლობს არანაირ თვისებებს, რომელიც სიტყვაპრეზიდენტს" შეეფერება. არ ფლობს იმ უმცირეს ქარიზმასაც კი, რასაც პიროვნული სიმამაცე ჰქვია.

 

საქართველოს პრეზიდენტმა სრული იგნორირება გაუკეთა ამ თანამდებობის უმთავრეს იდეას, იმ იდეას, რომელიც პრეზიდენტს ნებისმიერი მოქალაქის პრეზიდენტად წარმოაჩენს და გაურკვეველი მსოფლმხედველობის მატარებელი პირების გავლენის ქვეშ მოექცა.

 

როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდა, მაშინ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაჩნდა მოსაზრება, რომ გიორგი მარგველაშვილმა თავი ყოველგვარი გავლენებისგან გაითავისუფლა და მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების გამოყენება დაიწყო. ეს ჩანდა დაწყებული, ისეთი სასაცილო თემიდან, როგორიც პრეზიდენტის რეზიდენციის ადგილსამყოფელია, გაგრძელებული ყოვლად არაადეკვატური საკადრო პოლიტიკით და საკმაოდ მნიშვნელოვანი ვეტოს გამოყენების უფლებით დამთავრებული. ცხადია ზოგი ისე აფასებდა მარგველაშვილის გარკვეულ სიჯიუტეს, მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და ზოგი ისე.

 

სამწუხაროდ გიორგი მარგველაშვილმა ამ ორიოდე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილებით, რომლითაც მან უარი თქვა ქორწინების განსაზღვრის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე, ნათლად აჩვენა, რომ მთელი მისიპრინციპულობა" დასიმამაცე", არაფერი ყოფილა, თუ არა შიში ზემოთ ნახსენები გარკვეული ჯგუფის მიმართ და სრული დამოკიდებულება ამ ჯგუფის იდეოლოგიაზე.

 

. . . . . . . . . . . . . . . . . .

მისი კეკლუცობა ნაცმოძრაობის ბოლო გოდოლ პაპუაშვილთან, მისი კეკლუცობა ასევე ნაციონალების ფორპოსტ .. სამოქალაქო სექტორთან დადემოკრატიის ნიღაბში" დამალული სხვა მრავალი გამიზნული ქმედებები, ნათლად გვაჩვენებს, რომ გიორგი მარგველაშვილი ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის დაუძინებელი მტრის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი ბანდის რიგითი სატელიტია.

 

რიგითი იმიტომ, რომ მას ბოკერიები, გიგაურები, ალასანიები და რესპუბლიკელები, სააკაშვილის ჩრდილში ადგილს ნამდვილად არ დაუთმობენ. არ დაუთმობენ, რადგანაც მარგველაშვილი სუსტი ფიგურაა როგორც პოლიტიკურად, ასევე პიროვნულად (სექსის მრავალფეროვნებაზე არაფერს ვიტყვი, რადგანაც მისი ეს მხარე ნამდვილად არ მაინტერესებს).

 

მარგველაშვილს არ ჰყავს თავისი პოლიტიკური გუნდი, რადგანაც ვერც ფიქრია ჩიხრაძე, ვერც კოჟორიძე და ვერც ვანო მაჭავარიანი, პოლიტიკურ გუნდს ვერასდროს შექმნიან. ვერ შექმნიან, რადგანაც ისინიც სააკაშვილის ბანდის რიგითიშნირები" არიან!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner