logo_geo
eng_logo
ზაზა სოფრომაძე: უკრაინელი ხალხი კარგად ხედავს იმ დახმარებას, თანადგომას, რასაც ქართველი ხალხი უწევს, ეს აისახა სწორედ IRI-ის კვლევაშიც
- +

9 მაისი. 2022. 00:10

 

 

უკრაინელი ხალხი კარგად ხედავს იმ დახმარებას, თანადგომას, რასაც ქართველი ხალხი უწევს მას და ეს აისახა სწორედ IRI-ის კვლევაშიც, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“

 

მისივე თქმით, ხორციელდება ორკესტრირებული შეტევა საქართველოს მიმართ, რომელსაც ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსი და სამწუხაროდ, ქართველებიც ახმიანებენ.

 

ბოლო პერიოდში შეურაცხმყოფელი განცხადებები მოვისმინეთ, მე ვიტყოდი, ზოგიერთი უკრაინელი, ვითომ პოლიტიკოსის მხრიდან. რა არ გვიწოდეს, ყურცქვიტები, მშიშარები, „ქართველობის მრცხვენია“ და ასე შემდეგ. ღრმად მწამს, რომ გავა გარკვეული პერიოდი, მოვა დრო და ამ სიტყვებზე მავანსა და მავანს მოეკითხება. საბედნიეროდ, ასე არ ფიქრობს უკრაინელი ხალხი. უკრაინელი ხალხი კარგად ხედავს იმ დახმარებას, თანადგომას, რასაც ქართველი ხალხი უწევს მას და ეს აისახა სწორედ IRI-ის კვლევაშიც.

 

ჩვენ ირგვლივ ყველა ცდილობს, მეტად გამოხატოს ეს თანადგომა უკრაინელებისადმი. ყველა მზადაა ამისთვის. გვახსოვს, უპრეცედენტო მხარდაჭერა იყო, როდესაც ლტოლვილები შემოდიოდნენ საქართველოში“, - განაცხადა სოფრომაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner