სტრესი ყველას აქვს. შიმშილობა კი არა, პირს იკერავენ და ვენებს იჭრიან პატიმრები და ეს ყველაფერი რომ გავითვალისწინოთ და ყველა გარეთ გამოვუშვათ, ასე ხომ არ ხდება, - ამის შესახებ პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობით სპეკულაციაა უზნეობაა.
„პასუხისმგებლობა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, რა თქმა უნდა, ეკისრება ხელისუფლებას, კერძოდ პენიტენციურ სამსახურს, სამედიცინო სამსახურს. ჩვენ ვნახეთ განცხადება, რომ მას შესაბამისი კვლევები უტარდება და მედიკამენტოზური მკურნალობა დანიშნული აქვს. თუ არ იღებს ამ წამალს... ის სიმპტომები, რაც მას აქვს, აქვს ყველა ურჩ პაციენტს, ვინც არ ასრულებს ექიმის დანიშნულებას“, - განაცხადა სოფრომაძემ.
მისი თქმით, სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მთავარი მიზანია, ყოფილმა პრეზიდენტმა სასჯელს აარიდოს თავი.