logo_geo
eng_logo
„აზოვის“ წევრი - იყო დღეები, როდესაც 150-ზე მეტი ბომბი ჩამოაგდეს მარიუპოლზე და ჩვენ მივიღეთ ნულოვანი მხარდაჭერა, ჩვენ დავრჩით ჩვენი თავის იმედად - ჩვენმა მთავრობამ ვერ დაიცვა მარიუპოლი
- +

9 მაისი. 2022. 00:13

 

 

იყო დღეები, როდესაც 150-ზე მეტი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს მარიუპოლზე და ჩვენ მივიღეთ ნულოვანი მხარდაჭერა - არც საჰაერო დახმარება, არც სახმელეთო მხარდაჭერა, არც საარტილერიო მხარდაჭერა. ჩვენ რეალურად დავრჩით ჩვენი თავის იმედად, - ამის შესახებ ,,აზოვის“ პოლკის დაზვერვის ოფიცერმა, ლეიტენანტმა ილია სამოილენკომ განაცხადა.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მან არ უპასუხა კითხვას, რამდენი უკრაინელი ჯარისკაცია ახლა „აზოვსტალში“. ამავე მიზეზების გამო მან უპასუხოდ დატოვა კითხვა სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს შორის დაჭრილთა რაოდენობის შესახებ.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ ალყაში მოქცეული მარიუპოლის დაცვა უკვე შევიდა მსოფლიო სამხედრო ისტორიაში.

„მარიუპოლის აღება ბოლო 2,5 თვეა გრძელდება, ისეთი ვითარებაა, როგორიც ისტორიაში მანამდე არასდროს უნახავთ. ის, რომ ალყა და აღების მცდელობა ამდენ ხანს გაგრძელებულიყო აქამდე არ მომხდარა. დიდი მსხვერპლია სამხედრო მტერს შორის, მაგრამ არის მნიშვნელოვანი დანაკარგები მშვიდობიან მოსახლეობაში. ყველაზე მეტად გული მწყდება იმაზე, რომ მხოლოდ მცირე ჯგუფების ევაკუაცია ხდება. პოლიტიკოსები ზეიმობენ მცირე გამარჯვებას - რამდენიმე ათეული და ასეული ადამიანის ევაკუაციას“, - განაცხადა სამოილენკომ.

ოფიცერმა ხაზი გაუსვა, რომ სამხედროების ამოცანა და მორალური მოვალეობა ქვეყნის დაცვაა, მაგრამ მთავრობამ, მისი თქმით, ვერ მოახერხა მარიუპოლის თავდაცვის ორგანიზება.

"სიმართლე ისაა, რომ ჩვენ უნიკალური ვართ. არავინ მოელოდა, რომ ამდენ ხანს გავძლებდით და ახლაც ვდგავართ. ჩვენმა მთავრობამ ვერ დაიცვა მარიუპოლი, ვერ მოახერხა მისი თავდაცვის უზრუნველყოფა. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ გმირებს გვეძახიან, ჩვენით აღფრთოვანებულები არიან. გმირობა ჩნდება მაშინ, როდესაც დაგეგმვა და ორგანიზება ვერ ხერხდება ”, - ამბობს ის.

ოფიცერი ხაზს უსვამს, რომ ბევრმა „აზოველმა” მებრძოლმა სიცოცხლე გაწირა ქალაქისთვის, ქვეყნისთვის, უკრაინის ხალხისთვის.

”და ეს არის ჩვენი პრიორიტეტი. ჩვენ მარტივად შეგვეძლო მარიუპოლის მიტოვება, უკან დახევა, რადგან ვნახეთ თუ რა ვითარება იყო, მაგრამ გადავწყვიტეთ ქალაქის დაცვა. ჩვენ მარიუპოლის დაცვის ბრძანება გვქონდა, მაგრამ არა იმის, რომ სრულად აგვეღო ჩვენს თავზე ქალაქის თავდაცვა. მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღება საჭიროა გახდა, იმიტომ, რომ სხვამ არავინ გააკეთა ეს . პრობლემა ისაა, რომ ხელისუფლების მრავალი ოფიციალური წარმომადგენელი უკრაინის დაცვის თემით საბოტაჟს ახორციელებდა, მე ვიტყოდი - დაახლოებით 8 წელი. ეს ომი 24 თებერვალს არ დაწყებულა და ჩვენ ამას გამუდმებით ხაზს ვუსვამდით. ყველა ხელს გვიშლიდა თავდაცვაში, ყოველ შემთხვევაში მათ სულ იცოდნენ, რომ რუსეთის ფედერაციასთან დიდი ომი ახლოვდება“, - აცხადებს ის.

მისი თქმით, ქალაქისთვის ბრძოლების დროს უკრაინელმა ჯარისკაცებმა 2,5 ათასი რუსი დამპყრობელი გაანადგურეს და კიდევ 5 ათასი დამპყრობელი დაიჭრა.

"ეს არის მათი არმიის სამხედრო დანაკარგების 15%-ზე მეტი. ჩვენ ასევე გავანადგურეთ 60-ზე მეტი ტანკი და დავაზიანეთ კიდევ 30 - ეს არის მათი დანაკარგების 10%-ი", - განაცხადა სამოილენკომ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner