logo_geo
eng_logo
სააკაშვილის მთავარ პრობლემას მისი გარემოცვა წარმოადგენს, რომელიც მას ილუზიებში აცხოვრებს - დავით ჩიხელიძე
- +

9 მაისი. 2022. 00:21

 

 

„ოპოზიციის დღის წესრიგი საკმაოდ მწირია, საკანონმდებლო საქმიანობის ნაცვლად მათ ყოველდღიურობად სააკაშვილზე სწორება და მისი ციხიდან დახსნა იქცა“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

მისი თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნას კონკრეტიკა აკლია:

 

„ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველს დღითი დღე შორდება, ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ ოპოზიციის რეიტინგი სტაგნაციას განიცდის, მათ კი სწორი დასკვნები ვერ გააკეთეს, რაც მათი რეიტინგის კიდევ უფრო დიდ კლებას გამოიწვევს. პარტიას რომელიც შორდება საკუთარ ამომრჩეველს, მომავალი არ აქვს!

რაც შეეხება სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნას, მოთხოვნას აკლია კონკრეტიკა, რაც მის არასერიოზულობას უსვამს ხაზს. სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ მიუკერძოებელი ექიმი უნდა საუბრობდეს და არა მისი ინტერესებს გამტარებელი მედიცინის მუშაკი. სააკაშვილის მთავარ პრობლემას მისი გარემოცვა წარმოადგენს, რომელიც მას ილუზიებში აცხოვრებს. დროა მიხეილს ტკბილი ზღაპარი, მკაცრი რეალობით შეუცვალონ და შეეგუოს აზრს, რომ სააკაშვილს ციხეში ყოფნა დიდი ხნით მოუწევს!“ - აცხადებს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner