2008 წელს ციხეში იყო არაადამიანური პირობები. ანალგინი რომ მოგეთხოვა, ან ნებისმიერი პრეპარატი, ან ოდნავ ხმამაღლა გაგეცინა, შემოდიოდნენ და სიკვდილამდე გცემდნენ. აბანოში გავყავდით მთელი კამერა. აბანო ე.წ. პრესხატა იყო, რადგან შემდეგ იქიდან სისხლი მარტივად იწმინდებოდა. ვამბობდით, ხოლმე რომ ალბათ ამის იქით ჯოჯოხეთიაო. ეს ხდებოდა დღეში 2-3ჯერ. პატიმარს თუ აკითხავდა დედა ან და, ბადრაგი მათზე ისეთ რამეებს ეუბნებოდა, არ ვიცი, მე ასეთი ხალხი არსად არ შემხვედრია. ეს ხდებოდა გლდანის ციხეში, - ამის შესახებ „იმედი LIVE“-ში პოეტმა მიშო დადიანმა ისაუბრა.
„მე არ ვარ კრიმინალი. ცრუ ჩვენებისთვის მომისაჯეს 6 თვე. მაშინ ვიყავი ფეხბურთელი, ვვარჯიშობდი და ციხეში შესვლის პირველივე დღიდან ციხის უფროსმა მითხრა ასეთი სიტყვები, თქვენი სიცოცხლე აქ კაპიკები ღირს, ფეხებზე გვკიდიხართ, ზედმეტი ხმა არ ამოიღოთ თორემ მოკვდებითო. ეს მე გადაჭარბებული სიტყვები მეგონა, მაგრამ პატიმრებმა მითხრეს, ნახავ აქ რაც ხდებაო. მერე გავაანალიზე რა ჯოჯოხეთშიც მომიწევდა ყოფნა. ვნახე როგორ გაჰყავდათ გარდაცვლილები. 19 წლის ასაკში ვნახე ეს ყველაფერი. საშინელებაა რომ ვიხსენებ. ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის „წამებას“ აპროტესტებენ, წამება თუ იციან საერთოდ რას ნიშნავს. წამებაა რაღაც ფაფებს რომ იწუნებს?“ - განაცხადა მიშო დადიანმა.