გაეროს ცნობით, კოლონა, რომელსაც ,,აზოვსტალიდან” ევაკუირებულები გდაჰყავს, უკრაინის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.
გაეროს ინფორმაციით, გაეროსა და ,,წითელი ჯვრის” ერთობლივი ოპერაციის შედეგად, 170-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს.
უკანასკნელი მისიით, მარიუპოლიდან ევაკუირებული ადამიანების საერთო რაოდენობა 600-მდე გაიზარდა, რის შესახებაც გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისი (UN OCHA) ,,ტვიტერის” გვერდზე წერს.
,,ჩვენი სამუშაო ჯერ არ დასრულებულა. მე არ ვივიწყებ მათ, ვინც დარჩა”, - წერს გაეროს კოორდინატორი უკრაინაში, ოსნატ ლუბრანი.