logo_geo
eng_logo
გაერო აცხადებს, რომ მარიუპოლიდან უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 170 მშვიდობიანი მოქალაქე ჩავიდა და ევაკუირებულთა საერთო რაოდენობა 600-მდე გაიზარდა
- +

9 მაისი. 2022. 01:24

 

 

გაეროს ცნობით, კოლონა, რომელსაც ,,აზოვსტალიდან” ევაკუირებულები გდაჰყავს, უკრაინის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

გაეროს ინფორმაციით, გაეროსა და ,,წითელი ჯვრის” ერთობლივი ოპერაციის შედეგად, 170-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს.

უკანასკნელი მისიით, მარიუპოლიდან ევაკუირებული ადამიანების საერთო რაოდენობა 600-მდე გაიზარდა, რის შესახებაც გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისი (UN OCHA) ,,ტვიტერის” გვერდზე წერს.

,,ჩვენი სამუშაო ჯერ არ დასრულებულა. მე არ ვივიწყებ მათ, ვინც დარჩა”, - წერს გაეროს კოორდინატორი უკრაინაში, ოსნატ ლუბრანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner