logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენი ხალხი ყოველ დღე ხედავს და კვდება იმისგან, რაც შორეულ წარსულში უნდა დარჩენილიყო, რაც ევროპაში 77 წლის შემდეგ ნამდვილად არ უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, დაბრუნდა
- +

9 მაისი. 2022. 01:24

 

 

ჩვენი ხალხი ყოველ დღე ხედავს და კვდება იმისგან, რაც შორეულ წარსულში უნდა დარჩენილიყო, რაც ევროპაში 77 წლის შემდეგ ნამდვილად არ უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ ვაცხადებ: დაბრუნდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ,,დიდი შვიდეულის" ქვეყნების ლიდერებთან ვირტუალური შეხვედრისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ლიდერები ომის საწინააღმდეგო კოალიციაში მშვიდობის დასამყარებლად გაერთიანდნენ.

,,ჩვენი ხალხი ყოველ დღე ხედავს და კვდება იმისგან, რაც შორეულ წარსულში უნდა დარჩენილიყო, რაც ევროპაში 77 წლის შემდეგ ნამდვილად არ უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ ვაცხადებ: დაბრუნდა, ამიტომ მთელი თავისუფალი სამყაროს სოლიდარობა დაბრუნდა. ამიტომ დაბრუნდა ისეთი ისტორიული ცნებები, როგორიც არის ,,ლენდ-ლიზი" და ,,მარშალის გეგმა". ამ ინიციატივებისთვის, შეერთებული შტატებისა და ჩვენი ევროპელი კოლეგების მადლობელი ვარ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ომის საწინააღმდეგო კოალიციაში გავერთიანდით, რათა ევროპაში დემოკრატია და თავისუფლება გადავარჩინოთ, რათა მშვიდობა და უსაფრთხოება გარანტირებული იყოს. მადლობელი ვარ თქვენი ამ სოლიდარობისა და გაერთიანებისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ,,დიდი შვიდეულის" ქვეყნების ლიდერებს ის პუნქტები ჩამოუთვალა, რაც უკრაინას დახმარების სახით ესაჭიროება.

,,უპირველეს ყოვლისა, იარაღი. უკრაინამ უნდა მიიღოს ყველა იარაღი და ყველა თავდაცვითი აღჭურვილობა, რომელიც ტირანიის დამარცხებას დაეხმარება. კერძოდ, M142 HIMARS, M270 MLRS და სხვა იარაღი, რომელიც უკრაინამ თქვენი ძლიერი სახელმწიფოებისგან მოითხოვა. ისინი რომ გვქონდეს, ბევრი ადამიანის გადარჩენას შევძლებდით. მეორე არის სანქციები. არავითარი ექსპორტი და იმპორტი რუსეთთან! ჩვენ უნდა ვეძებოთ გზები, რომ გავლენა მოვახდინოთ იმ პოლიტიკოსებზე და იმ კომპანიებზე, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. ასევე სანქციების სიაში უნდა იყოს ყველა რუსი თანამდებობის პირი, სამართალდამცავი ორგანო და რაც მთავარია, მოსამართლეები, რომლებიც ტირანიისთვის მუშაობენ. ყოველი რუსი სამხედრო დამნაშავე უნდა დაისაჯოს და გასამართლდეს, სავიზო შეზღუდვაა საჭირო რუსეთის მოქალაქეებისთვისაც. მესამე მნიშვნელოვანი წერტილი არის უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა ახლა და ომის შემდგომი რეკონსტრუქცია. სანამ ომი გრძელდება, ჩვენ თვეში 5-7 მილიარდ დოლარამდე დახმარება გვჭირდება", - დასძინა ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner