კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ უკრაინაში კანადის საელჩოს გახსნის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს
მათივე ინფორმაციით, ტრუდომ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა, მათ შორისაა მცირე იარაღი, საბრძოლო მასალა, დაფინანსება განაღმვის ოპერაციებისთვის და ა.შ.
კანადის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ კანადა მომავალ წელს, ყველა უკრაინულ იმპორტზე, რომელიც კანადაში შედის, სავაჭრო ტარიფებს მოუხსნის.
,,ცხადია, ვლადიმერ პუტინი საზარელ ომის დანაშაულებებზე პასუხისმგებელია, პასუხისმგებლობა უნდა იყოს დაკისრებული”, - განაცხადა ტრუდომ.