logo_geo
eng_logo
ჯასტინ ტრუდო: პუტინი საზარელ ომის დანაშაულებებზეა პასუხისმგებელი
- +

9 მაისი. 2022. 01:26

 

 

კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ უკრაინაში კანადის საელჩოს გახსნის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს

მათივე ინფორმაციით, ტრუდომ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა, მათ შორისაა მცირე იარაღი, საბრძოლო მასალა, დაფინანსება განაღმვის ოპერაციებისთვის და ა.შ.

კანადის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ კანადა მომავალ წელს, ყველა უკრაინულ იმპორტზე, რომელიც კანადაში შედის, სავაჭრო ტარიფებს მოუხსნის.

,,ცხადია, ვლადიმერ პუტინი საზარელ ომის დანაშაულებებზე პასუხისმგებელია, პასუხისმგებლობა უნდა იყოს დაკისრებული”, - განაცხადა ტრუდომ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner