logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: ნუ შექმნით ხელოვნურ დაძაბულობას
- +

8 მარტი. 2016. 14:24



თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საკონსტიტუციო ინიციატივას, რომ განისაზღვროს ოჯახი, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა - ჟურნალისტებთან აფასებს. ხიდაშელის თქმით, ეს არის კოალიციის ლიდერის პოზიცია, მისი დამოკიდებულება, მისი განცხადება და მისი არჩევანი:


„მე არ ვიცნობ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას კოალიცია „ქართულ ოცნებაში", ვისაც განსხვავებული პოზიცია აქვს. შეიძლება ტაქტიკაზე ვერ ვთანხმდებოდეთ, ვიღაც ფიქრობდეს, რომ თუ ასეთ თემას იწყებ, ის ბოლომდე უნდა მიიყვანო. ამ პარლამენტში, ამ უმრავლესობის პირობებში, მე ცოტა სირთულეებს ვხედავ, მაგრამ იმედია, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება.

 

მე მესმის, რომ საქართველოში წაკითხულის შინაარსის დიდი პრობლემაა, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით გეუბნებით, რომ ნუ მოიგონებთ ზღაპრებს, ნურც ვინმეს დავალებით, ნურც რაიმე სხვა მოსაზრებით. არავითარი განსხვავება არ არის და რესპუბლიკურმა პარტიამ გუშინ განცხადება გამოაქვეყნა ამის შესახებ, ვიდრე იქნებოდა კოალიციური განცხადება, რომელშიც ცალსახად წერია, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა და წერტილი. არ არსებობს არავითარი განსხვავებული აზრები. შეეცადეთ, დარჩეთ საკუთარი ქვეყნის სამსახურში და ნუ შექმნით ხელოვნურ დაძაბულობას იქ, სადაც ის არ არსებობს.


თუ არსებობს ჩვენს საზოგადოებაში ადამიანები, კრიტიკული მასა, რომელიც თვლის, რომ უფრო მეტი მტკიცებულებები სჭირდებათ, ასეთი მტკიცებულებები შეიძლება შეიქმნას. ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, საკითხი, რომ ქორწინება ქალის და მამაკაცის ერთობაა, არ არსებობს. ეს კითხვა არ არსებობს, აქ არავითარი განსხვავებული აზრები არ არსებობს, ასე რომ, ყველაფერი მარტივადაა", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner