logo_geo
eng_logo
ოლაფ შოლცი: უკრაინა გადარჩება, თავისუფლება და უსაფრთხოება გაიმარჯვებს, ისევე როგორც გაიმარჯვა ძალადობასა და დიქტატურაზე 77 წლის წინ
- +

9 მაისი. 2022. 01:45

 

 

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

”ამის არ გაკეთება ნიშნავს კაპიტულაციას უხეში ძალადობის წინაშე და აგრესორის გაძლიერებას”, - განაცხადა შოლცმა.

მან გერმანელ ხალხს მიმართა, რომ „შიშმა არ უნდა წაგვართვას მოძრაობის უნარი“ და განაცხადა, რომ „ღრმად არის დარწმუნებული“, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომს ვერ მოიგებს.

"უკრაინა გადარჩება”,- განაცხადა მან და დასძინა: „თავისუფლება და უსაფრთხოება გაიმარჯვებს - ისევე როგორც თავისუფლებამ და უსაფრთხოებამ გაიმარჯვა თავისუფლების ნაკლებობაზე, ძალადობასა და დიქტატურაზე, 77 წლის წინ",- აღნიშნა მან.

მან რუსეთის შეჭრას უკრაინაში "ბარბაროსული" უწოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner