ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.
”ამის არ გაკეთება ნიშნავს კაპიტულაციას უხეში ძალადობის წინაშე და აგრესორის გაძლიერებას”, - განაცხადა შოლცმა.
მან გერმანელ ხალხს მიმართა, რომ „შიშმა არ უნდა წაგვართვას მოძრაობის უნარი“ და განაცხადა, რომ „ღრმად არის დარწმუნებული“, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომს ვერ მოიგებს.
"უკრაინა გადარჩება”,- განაცხადა მან და დასძინა: „თავისუფლება და უსაფრთხოება გაიმარჯვებს - ისევე როგორც თავისუფლებამ და უსაფრთხოებამ გაიმარჯვა თავისუფლების ნაკლებობაზე, ძალადობასა და დიქტატურაზე, 77 წლის წინ",- აღნიშნა მან.
მან რუსეთის შეჭრას უკრაინაში "ბარბაროსული" უწოდა.