logo_geo
eng_logo
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: პუტინი და მისი გენერლები იმ ფაშიზმსა და ტირანიას ასახავენ, რომელიც 77 წლის წინ იყო
- +

9 მაისი. 2022. 13:38

 

 

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და მისი გენერლები იმ ფაშიზმსა და ტირანიას ასახავენ, რომელიც 77 წლის წინ იყო.

 

ბენ უოლესის თქმით, რუსი გენერლები ომის დანაშაულების ისეთივე თანამონაწილეები არიან, როგორც მათი პრეზიდენტი და სამხედრო სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ.

 

„უკრაინაში შეჭრით პუტინი და მისი გენერლების ახლო წრე ახლა იმ ფაშიზმსა და ტირანიას ასახავენ, რომელიც 77 წლის წინ იყო. ისინი გასული საუკუნის ტოტალიტარული რეჟიმის შეცდომებს იმეორებენ“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.

 

ბენ უოლესმა ასევე მიმართა რუს გენერლებს - „რუსი გენერლებისა და პუტინისთვის არ შეიძლება გამარჯვების დღე იყოს. მათთვის მხოლოდ სირცხვილი და უკრაინაში დამარცხება შეიძლება იყოს“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner