logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ვულოცავ ყველას, რადგანაც არ მეგულება ადამიანი, ვისაც ადამიანობის ბოროტებასთან ბრძოლაში ვინმე ნათესავი არ ჰყავდა თავგანწირვისთვის წასული
- +

9 მაისი. 2022. 14:06

 

 

ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„ღიმილის ბიჭი ვიყავი,

ბეჭზე არწივი მეხატა.

სამშობლოს დროშა მეჭირა,

მტერს ვეცემოდი მეხადა!

 

ფაშიზმი არც რემბოს, არც ჯეიმს ბონდს და არც რიგით რაიანს არ დაუმარცხებიათ. ფაშიზმი გოდერძი და გიორგი მახარაშვილებმა, ჩიმკამ და ღიმილის ბიჭებმა გაანადგურეს. ქართველმა, სომეხმა, ტაჯიკმა, უკრაინელმა, აზერბაიჯანელმა ღიმილის ბიჭებმა. იმ ღიმილის ბიჭებმა, რომელთა დიდების მემორიალი ნაძირლებმა ააფეთქეს. ააფეთქეს და ახლაც ცდილობენ, ბოლომდე გაასწორონ მიწასთან, მაგრამ გულში და ხსოვნაში მდგარ მემორიალს ვერაფერს უზამენ. თითსაც ვერ დააკარებენ! ვერ დააკარებენ იმიტომ, რომ ლაჩრები არიან.

 

ვულოცავ ყველას, რადგანაც არ მეგულება ადამიანი, ვისაც ადამიანობის ბოროტებასთან ბრძოლაში ვინმე ნათესავი არ ჰყავდა თავგანწირვისთვის წასული.

 

გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვებას!“ - წერს გია გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner