ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივას იმის შესახებ, რომ საგანმანათლებლო წიგნების გადაცემისას ოჯახთა დიფერენცირება უნდა მოხდეს, ასე აფასებს:
„განათლების მინისტრმა ინიციატივა გამოხატა, რომ სახელმძღვანელოები უფასოდ აღარ გადაეცეს შეძლებულ ოჯახებს, კერძოდ, 40 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ოჯახის წარმომადგენლებს.
თავად ინიციატივის კონცეფციას მივესალმები, მითუმეტეს, რომ სანდროს ძალიან დიდ პატივს ვცემ, თუმცა, მინდა განვმარტოთ და თემად გამოვიტანოთ თუ რას ნიშნავს ოჯახზე 40 000 ლარი და რამდენად ადეკვატურია ამ შემოსავლის მქონე ოჯახებს "შეძლებული" ერქვათ...
კოეფიციენტი 40 000 ლარი საკმაოდ ძველია და ჩვენმა უსაქმურმა პარლამენტმა არც კი წამოწია ეს თემა. მაშ, ასე, რას ჰქვია "შეძლებული" ოჯახი საქართველოში:
40 000 ლარის შემოსავლად განსაზღვრა იგულისხმება იმ 20%-ის ჩათვლით, რომელსაც ხელზე არ იღებს მომსახურე ადამიანი, მაგრამ შემოსავლად მაინც ეთვლება, ანუ რეალურად ხელზე აღებულ 32 000 ლარს.
რამდენადაც 32 000 ლარი წლიურ შემოსავლად ითვლება, ე.ი. ის უნდა გავყოთ 12-ზე , რაც დაახლოებით 2600 ლარი გამოდის თვეში ოჯახზე.
ახლა ვიფიქროთ, თუ ოჯახი 6 სულიანია, 8 სულიანია და ა.შ. შესაბამისად, გამოდის, რომ 300-400 ლარი ადამიანზე შემოსავალი ითვლება "მდიდარ" ადამიანად.
ახლა კი თავად განსაჯეთ, რამდენად ადეკვატურია 300-400 ლარის შემოსავლის მქონე ადამიანს ეწოდოს "მდიდარი" და მას წაართვან უფასო სახელმძღვანელოს შესაძლებლობა, თუ მითუმეტეს რამდენიმე ბავშვია ოჯახში... ან წაართვან უფასო ჯანდაცვის საშუალება და ა.შ.
თუ "ქართული ოცნება" შესავალს გვიმზადებს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 300-400 ლარის შემოსავლის მქონე ადამიანებს "მდიდრებად" ჩაგვთვლის და კიდევ უფრო გაგვიმწარებს ცხოვრებას, ვფიქრობ, კარგად უნდა დავფიქრდეთ, რამდენად ადეკვატურია ის კვოტები, რაც "მდიდრად" გვაქცევს სახელით, ხოლო რეალური ცხოვრებით კი "ღარიბად"...
ჩვენ აუცილებლად უნდა მოვთხოვოთ მომავალ პარლამენტს, რომ მოქალაქის შეფასება გახდეს ადეკვატური და არაადეკვატური, ისე, როგორც დღესაა.
თავად იდეას, რომ მიზობრივი გახდეს ჯანდაცვაც, განათლების რეკვიზიტებიც და ა.შ. კი მივესალმები, როგორც ჯეჯელავას ინიციატივას სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით, ასევე "გირჩების" იდეას ჯანდაცვასთან მიმართებაში, თუმცა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სახელმწიფო გახდება ადეკვატური მოქალაქეებთან მიმართებაში და 300-4000 ლარის შემოსავლის მქონე ადამიანებს არ ეტყვის, "მდიდრები" ხართ და არაფერი შეღავათი არ გჭირდებათო."- წერს გამზარდია.