logo_geo
eng_logo
კასპის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი აღნიშნეს
- +

9 მაისი. 2022. 15:24

 

 

ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის და  საკრებულოს ხელმძღვანელებმა,  საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

 

მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ორ ვეტერანს შალვა გოჩიტაშვილს და ოთარ აზმაიფარაშვილს ხელმძღვანელი პირები სახლებში ეწვივნენ,  ფაშიზმზე გამარჯვების 77 წლისთავი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.  ორივე ვეტერანს მუნიციპალიტეტის მერიამ ერთჯერადად 1 000-1 000 ლარი გადასცა.

 

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად - 1 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ.

 

მუნიციპალიტეტში გამართული ღონისძიება, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner