logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, დღევანდელი ოპოზიცია რადიკალიზმით გამოირჩევა
- +

9 მაისი. 2022. 16:50

 

 

„ბოლო დღეებში განსჯის საგანი გახდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის გათვალისწინებით, ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილებას საკრებულოს ნაცვლად, ცესკო ცნობს“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

მისი თქმით, ოპოზიცია შეგნებულად ახდენს საკრებულოების პარალიზებას, რაც ქალაქის და ქვეყნის განვითარებას აფერხებს:

 

„პირველ რიგში, ჩემთვის გაუგებარია ცესკო-ს ოპოზიციური წევრების (გიორგი სიორიძე, ანა კობახიძე) პოზიცია, რომელიც საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი ინიციატივის კანონის ქცევის შემთხვევაში, ეს დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. როგორც ისინი აცხადებენ, ცესკო-ს უფლებამოსილება არ უნდა გაიზარდოს. როგორც კობახიძემ განაცხადა „აღნიშნული ინიციატივა იქნება ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ჩანაწერი საარჩევნო კოდექსში“, ქალბატონი ანას, როგორც იურისტის შესახებ, წარმოდგენა რომ შეგექმნათ, ცესკო-ს ერთ-ერთ სხდომას გავიხსენებ, როდესაც ქალბატონი ანა, კონსტიტუციური ჩანაწერის, ცესკო-ს დადგენილებით გაბათილებას ითხოვდა (შემდეგ აუხსნეს, რომ კონსტიტუცია უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე სახელმწიფოს ძირითადი კანონია, მისი ჩანაწერის დადგენილებით გაბათილება შეუძლებელია), ანას კანონებზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს, შესაბამისად, მისი მხრიდან საუბარი სახიფათო და არა სახიფათო ჩანაწერზე არასერიოზულია.

 

რაც შეეხება უშუალოდ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც შესაძლოა, რამდენიმე დღეში პარლამენტმა განიხილოს, აღნიშნული ცალსახად წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან იხსნება ბიუროკრატიული ბარიერები, რომელიც საკრებულოს მუშაობას აფერხებს. მეორეს მხრივ კი ის არის ერთგვარი დამზღვევი მექანიზმი, რომ კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარი დღის წესრიგის გამო მუნიციპალური ერთეული არ დასაჯოს. სამწუხაროდ დღევანდელი ოპოზიცია რადიკალიზმით გამოირჩევა, ოპოზიცია შეგნებულად ახდენს საკრებულოების პარალიზებას, რაც ქალაქის და ქვეყნის განვითარებას აფერხებს. აღნიშნული ინიციატივა ერთგვარი დამზღვევი მექანიზმია, რომელიც პოლიტიკური სპეკულაციებს და რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner