რადას დეპუტატმა იულია ოვჩინიკოვამ IRI-ს კვლევას შედეგები „ქრონიკასთან“ შეაფასა. მან საქართველოს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„საკითხი ეხებოდა იმას, თუ რომელმა ქვეყნებმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაუჭირეს მხარი უკრაინას სამხედრო აგრესიის პირობებში. შედეგები კი ასეთია, რომ პირველ ადგილზეა პოლონეთი, შემდეგ გაერთიანებული სამეფო, აშშ, მეოთხეზე კი საქართველო. გამოკითხვა მეტყველებს უკრაინელი ხალხისა და საქართველოს ნდობაზე. მადლობას გიხდით თანაგრძნობისთვის და საერთო ღირებულებებისთვის. ჩვენ ვაანალიზებთ ურთიერთობებს, გვაქვს მოლაპარაკებები. ჩვენ მართლაც ვაფასებთ საქართველოს პარლამენტის სპიკერის ვიზიტს უკრაინაში. მადლიერები ვართ ამ კომუნიკაციისა და ჩვენი მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ოვჩინიკოვამ.
IRI-ის გამოკითხვით, პოლონეთის, ბრიტანეთისა და აშშ-ს შემდეგ უკრაინას ომის დროს ყველაზე მეტად საქართველო დაეხმარა.