logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: ხვალ „ქართუ“ კიდევ ერთ საჩუქარს გაუკეთებს სახელმწიფოს, ისტორიას, ბავშვებს, და ტურისტებს!
- +

13 აგვისტო. 2016. 00:19



„ხვალ „ქართუ"  კიდევ ერთ საჩუქარს გაუკეთებს სახელმწიფოს, ისტორიას, ბავშვებს, და ტურისტებს!

ქართულები ვაკეთებთ ქართულ საქმეს!"- წერს ფონდი „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში.


საქველმოქმედო ფონდი „ქართუ" საქართველოს მოსახლეობას მორიგ საჩუქარს უკეთებს და „ქართუ ჯგუფის" საკუთრებაში არსებულ 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მინიატურების პარკს სახელმწიფოს საჩუქრად გადასცემს.  "საქართველო მინიატურებში"-საქართველოს კულტურულ-არქიტექტურულ ძეგლთა მაკეტები  2 ჰექტარ მიწის ფართობს იკავებს და იგი შეკვეთილში, ატრაქციონების პარკ "ციცინათელას" მიმდებარე ტერიტორიაზე, ტურისტულ-რეაკრიაციულ პარკშია გაშენებული.


მინიატურების კომპლექსი დააპროექტა კომპანიამ "არქიტექტურული ლაბორატორია #3". კომპლექსი მოიცავს პარკს, არქიტექტურულ ძეგლთა მინიატურებს, ინფრასტრუქტურას  და ვიზიტორთა ცენტრს, რომელშიც განათავსებულია მინი ამფითეატრი, კაფე და სხვა ფუნქციური სივრცეები.


მინიატურების პარკის სახელმწიფოსთვის გადაცემის ცერემონია გაიმართება 13 აგვისტოს, 17:30 საათზე  და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.


მისამართი: შეკვეთილი, ატრაქციონების პარკ "ციცინათელას" მიმდებარე ტერიტორია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner