logo_geo
eng_logo
კულტურის სამინისტროს დაფინანსებით ჟურნალ „დილას“ ახალი ნომერი გამოვიდა
- +

9 მაისი. 2022. 19:35

 

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ლიტერატურული პროცესების წახალისებისა და პერიოდული ლიტერატურული გამოცემების ხელშეწყობის მიზნით, ლიტერატურული ჟურნალის „დილა“ გამოცემას აფინანსებს, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში ლიტერატურული ჟურნალის გამოცემის მიზნით, კონკურსს აცხადებდა სსიპ მწერალთა სახლი, თუმცა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ამიერიდან მოცემული ლიტერატურული პერიოდული ჟურნალი უშუალოდ სამინისტროს მიერ პირდაპირი დაფინანსებით გამოიცემა.

ჟურნალის ერთი ნომრის გამოსაცემად სამინისტრომ გამოყო 15000 ლარი, განსხვავებით წინა წლებისგან, როდესაც ერთი ნომრის გამოსაცემად საშუალოდ 6000 ლარი იყო გამოყოფილი.

სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა და დაინტერესებულ მკითხველს უკვე შეუძლია შეიძინოს ჟურნალის 2022 წლის პირველი ნომერი, რომელშიც მკითხველი გაეცნობა ქართველი მწერლებისა და პოეტების, მათ შორის თამრი ფხაკაძის, ნესტან კუპრავას, დალი მაზმიშვილის და ნინო დიღმელაშვილის, საინტერესო ზღაპრებსა და ლექსებს. პატარა მკითხველი იხილავს შემეცნებით და გასართობ მასალებს, სახალისო დავალებებსა და რებუსებს.

ასევე, ჟურნალს საჩუქრად მოჰყვება მსუბუქი პლასტილინის ნაკრები. ჟურნალის გაფორმებაზე იმუშავეს ილუსტრატორებმა: იულია ნიკოგოსოვა, ზაურ დეისაძე, მანანა მორჩილაძე, კესარია ფრანგიშვილი, ანნა კანდელაკი, ვაჟა ქურხული, გია ლაფაური, გიორგი მაღარაძე, მხატვარ-დიზაინერი თეა მიქაია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner