logo_geo
eng_logo
ოლაფ შოლცი - პუტინმა სხვა გზა არ დაგვიტოვა, გერმანია გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას
- +

9 მაისი. 2022. 20:49

 

 

პუტინმა სხვა გზა არ დაგვიტოვა, გერმანია გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

„დიახ, გერმანია უკრაინას დიდი რაოდენობით იარაღს აწვდის, როგორც ყველა ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. სხვა გზა არ არსებობს. მრავალი წლის მანძილზე ჩვენ არ ვაწვდიდით იარაღს კონფლიქტურ ზონებს, მაგრამ პუტინმა სხვა გზა არ დაგვიტოვა“, - განაცხადა კანცლერმა.

შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ევროპის მშვიდობას საფრთხეს უქმნის.

შოლცის თქმით, პუტინმა „რუსეთის იმპერიის რევანშისტული პროექტის გულისთვის“ ევროპაში საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპი დაარღვია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner