იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ 30 აპრილს სახალხო დამცველის აპარატს გაეგზავნა კითხვები, რომლებიც დასმული იყო ექიმების მიერ, მაგრამ წერილობითი პასუხი უწყებას არ მიუღია.
„თუ სახალხო დამცველს აქვს სააკაშვილისგან წერილობითი თანხმობა, მაშინ გაასაჯაროონ ის წერილობითი კითხვები, რომლებითაც მივმართეთ, გახდეს საზოგადოებისთვის ცნობილი და იმსჯელოს სამედიცინო საზოგადოებამ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
რაც შეეხება სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმებისა და პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალის შეხვედრას, მინისტრის თქმით, ამ საკითხს ექიმები გადაწყვეტენ.
„ჩვენი სამედიცინო პერსონალი და სამედიცინო დეპარტამენტი იმსჯელებს, რამდენად საჭიროა შეხვედრა“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.