logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონი: ჩვენ არ ვეომებით რუსეთს, ვიბრძვით უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის, რომ ჩვენ კონტინენტზე მშვიდობა დაბრუნდეს
- +

9 მაისი. 2022. 21:56

 

 

მინდა, შევეხო უკრაინის ლეგიტიმურ ევროპულ მისწრაფებას, ისევე როგორც საქართველოს და მოლდოვას მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ჩვენ ახლებურად უნდა შევხედოთ ორგანიზაციას. უკრაინა თავდადებითა და სიმამაცით უკვე არის ევროპული ოჯახისა და ჩვენი კავშირის წევრი, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თმით, პირველად ევროკავშირის ისტორიაში ფინანსური დახმარების მობილიზაცია მოვახდინეთ, რათა უკრაინას საკუთარი ტერიტორიის დაცვა შეეძლოს.

„მოდით, ვიამაყოთ იმ არჩევანით, რასაც ვაკეთებთ იმისათვის, რომ ევროკავშირი ეფექტიანი იყოს. მინდა, შევეხო უკრაინის ლეგიტიმურ ევროპულ მისწრაფებას, ისევე როგორც საქართველოს და მოლდოვას მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ჩვენ უნდა ახლებურად შევხედოთ ორგანიზაციას. უკრაინა თავდადებითა და სიმამაცით უკვე არის ევროპული ოჯახის და ჩვენი კავშირის წევრი. ხვალვე რომ მივცეთ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და იმედი მაქვს, რომ გაწევრიანებისკენ მალე, სწრაფად წავალთ. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს წლები სჭირდება, რამდენიმე ათეული წელიც. ეს არის სიმართლე, თუ გაწევრიანებისთვის სტანდარტს არ დავწევთ. მოდით ვიყოთ მკაფიო.

არის რამდენიმე ქვეყანა დასავლეთ ბალკანეთიდან, რომლებიც გაწევრიანების პროცესში წლებია არიან და ეს უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ასევე, უნდა გავითვალისწინოთ გეოპოლიტიკური კონტექსტი, რათა ვიპოვოთ გზა იმისათვის რომ ევროპა იყოს ერთიანი, სტაბილური. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინაში ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა გადარჩება და რუსეთი ვერასდროს გაიმარჯვებს. უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა ევროპის კონტინენტის დანარჩენ ნაწილში და თავიდან ავიცილოთ შემდგომი ესკალაცია. სამართლის აღსრულებისთვის ვიბრძოლებთ, რომ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებებში ბრალდებული დაუსჯელები არ დარჩნენ. თუმცა, ჩვენ არ ვეომებით რუსეთს, ვიბრძვით უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის, რომ ჩვენ კონტინენტზე მშვიდობა დაბრუნდეს“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner